შეფ-მზარეული

თემურ საღინაძე

"პირველად სამზარეულოში 19 წლის ასაკში აღმოვჩნდი და პირველივე დღიდან შევიყვარე. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. მზარეულობა ბავშვობიდან მინდოდა. ცხოვრების თანამგზავრად არაჩვეულებრივი კონდიტერი ავირჩიე და სიხარულით დავუკავშირე ცხოვრება კულინარიას. ჩვენი რესტორნის მენიუს შექმნისას მთავარი ინსპირაცია მისი ადგილმდებარეობა იყო. აქ, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებთ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზადებულ კერძებს დააგემოვნებთ. მენიუში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელ მრავალ საინტერესო კერძს შეხვდებით, სადაც შენარჩუნებულია ავთენტური გემოები" - თემურ საღინაძე
დეტალურად

რესტორანი

აქ ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზადებულ ქართულ კერძებს დააგემოვნებთ. ტრადიციული გასტრონომიის ახლებური ხედვა და საინტერესო პრეზენტაცია, დაუვიწყარ კულინარიულ გამოცდილებას შეგძენთ. მენიუში მრავალ საინტერესო კერძს შეხვდებით, თუმცა, გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთ ჩვენი შემწვარი ქათამი შქმერულად.

გასტრონომია

დღის კერძი

მენიუ

open pdf