უსაფრთხოება

COVID-19 წესები

გუდაური ლოჯში მაქსიმალურად დაცულია სტუმრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. გაცნობებთ, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე ვიზიტორების მიღება „მწვანე პასპორტის“ საფუძველზე გრძელდება. „მწვანე პასპორტის“ წარდგენა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.

სერვისები

01
02
03

დოკუმენტაცია

„მწვანე პასპორტი“ ენიჭება სტუმარს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

-  არის სრულად ვაქცინირებული

-  ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი

-  24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი

-  გადატანილი აქვს კორონავირუსი

ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არარსებობის შემთხვევაში, PCR ტესტის ჩატარება სავალდებულოა ყოველ მე-3 დღეს.

სასტუმროში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების ჩატარება.

დამატებითი ინფორმაცია

სასტუმროს ტერიტორიაზე პირბადის ტარება სავალდებულოა. გთხოვთ სპა ცენტრში და რესტორანში ვიზიტი დაჯავშნოთ წინასწარ, რათა თავიდან ავირიდოთ რამდენიმე სტუმრის ერთ სივრცეში ერთდროულად მოხვედრა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 322 200 600 ან მოგვწერეთ reservations@ambergroup.ge